ივლისში ეკონომიკა 9,9 %-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.

როგორც თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის ივლისის თვესთან შედარებით, სახეზე გვაქვს ეკონომიკის 3.9%-იანი ზრდა.

„2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. 2021 წლის 7 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 31%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 19%-ით. უშუალოდ ივლისის თვეში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 42%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ით. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომომპოვებითი მრეწველობის დარგებში. 2021 ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4270-მდე ახალი საწარმო, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს“, - განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციისა და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც.

„ამასთან, 16%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი. 39%-ითაა გაზრდილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები. ზრდის ტენდენცია შეინიშნება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. გასულ წელს 46 ათას არ აღემატებოდა, ივლისში კი 230 ათას გადააჭარბა. რაც შეეხება კლებას, თითქმის, 20%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი და 8 %-ით ცემენტისა და კლინკერის იმპორტი“,- განაცხადა თოდრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა