ვატო შაქარიშვილმა ყოფილი კორტების ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა, ყოფილი კორტების ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა.

ვატო შაქარიშვილი თბილისის მერიას ღია კონკურსის გამოცხადებას სთავაზობს, და ამბობს, რომ ის ბიზნესი, რომელიც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო სპორტული რეკრეაციული მშენებლობის პროექტს წარადგენს, მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცეს.

შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სპორტული კომპლექსი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მრავალშვილიან და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს კი მუნიციპალური ბიუჯეტით უნდა დაუფინანსდეთ ვაუჩერები ან აბონემენტები.

„მე ვთავაზობ მერიას, გამოაცხადოს ღია კონკურსი და ბიზნესს, რომელიც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო სპორტული რეკრეაციული მშენებლობის პროექტს შემოგვთავაზებს, გადავცეთ მიწა შეზღუდული ფუნქციითა და სიმბოლური ფასით”, - განაცხადა შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის თქმით, იმისათვის, რომ საბურთალო გახდეს ჯანსაღი უბანი, ამ ადგილას ახალი სპორტული რეკრეაციული სივრცის მოწყობა იქნება რეალური ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრების ხელშეწყობისა და ყველასათვის ხელმისაწვდომობისათვის.

„აღნიშნული ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასხვისდა და კორტების ნაცვლად ადგილობრივი მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად იგეგმებოდა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

2018 წელს ვატო შაქარიშვილის აქტიურობის შედეგად თბილისის მერიამ მოახდინა ადგილმონაცვლეობა - აღნიშნული მიწა ქალაქს დაუბრუნდა. მონაცვლეობის დასრულების შემდეგ კალაძემ ყოფილი კორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაანონსა, თუმცა ამ დაპირების შემდეგ 3 წელი გავიდა და მდგომარეობა კორტებზე კვლავ უცვლელია“, - აცხადებენ შაქარიშვილის შტაბში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო