თენგიზ ფხალაძე - როცა ვლაპარაკობთ, რომ ევროკავშირის დახმარება არ გვჭირდება, მთელი პოლიტიკური კონტექსტი და შედეგები უნდა წარმოვიდგინოთ - შეცდომების კასკადს ვხედავ

ჯერჯერობით შეცდომების კასკადს ვხედავ, რომელიც აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან და ძალიან სამწუხაროა, რომ შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ , - ამის შესახებ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, არავითარ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ვიწრო ფინანსურ ჭრილში არ უნდა იქნას განხილული.

"როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, არავითარ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ვიწრო ფინანსურ ჭრილში არ უნდა იქნას განხილული და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ამის პოლიტიკური კონტექტსი. აი, ამ მიდგომით უნდა შევხედოთ ნებისმიერ საკითხს, ამიტომ როდეს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დახმარება არ გვჭირდება, მითუმეტეს, დახმარება მიბმულია კონკრეტული ვალდებულებების შესრულებასთან, აქედან გამომდინარე მთელი პოლიტიკური კონტექსტი და შედეგები ამ ქმედების უნდა წარმოვიდგინოთ.

ეს არ არის მხოლოდ ფინანსური თემა, ძალიან კარგად უნდა იყოს განსაზღვრული კონტექსტი, არაერთხელ გაცხადებული იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თუ რა კონტექსტში მოიაზრება ეს დახმარება. ზოგადად, ეს ცალკეული საკითხი ხომ არ არის და განყენებულად ხომ არ ვლაპარაკობთ? აქ არის მთლიანი კომპლექსი, რაც დაკავშირებულია შარლ მიშელის დოკუმენტთან. კარგად უნდა გვესმოდეს ამ ყველაფრის პოლიტიკური წონა და პოლიტიკური შედეგი, მითუმეტეს, იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს იმის ამბიცია, რომ 2024 წელს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში. კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ყველაფრის შედეგები.

ჯერჯერობით შეცდომების კასკადს ვხედავ, რომელიც აუცილებლათ დაგვიბრუნდება უკან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ" , - განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა