იაგო ხვიჩია - მგონი, „ქართულ ოცნებაში“  შარლ მიშელს ებრძვიან, ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დაარღვევენ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია

„ქართული ოცნება“ მგონი, შარლ მიშელს ებრძვის, ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დაარღვევენ, რაც იქ წერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე მიიღეს, შესაძლოა, შეიცვალოს.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, სავარაუდოდ, მიშელმა "ქართულ ოცნებას" აწყენინა.

"მე მგონი, შარლ მიშელს ებრძვიან და გარიგებულები არიან მაგის ოპოზიციონერ მოწინააღმდეგესთან იქ, თავის ადგილას და ასე უთხრიან ძირს, რომ მის შეთანხმებას არ სცემენ პატივს და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს აცნობებენ. მგონი ასეთი ტაქტიკაა, სხვა რა უნდა იყოს, ვერაფრით ვხვდები - რა, ვერ აირჩიეს ცესკო- ს თავმჯდომარედ ვინც უნდოდათ?! მართლა ეს აზრი მაქვს, რომ შარლ მიშელს ებრძვიან და ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დავარღვევთ, რაც იქ წერია. თორემ ეს უკვე აღსრულებულია, ცესკო- ს თავმჯდომარე არჩეულია, 6 თვე არაფერი ახალი არ ხდება და ამ დროს ამ თემაზე საუბარს სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი. შეიძლება აწყენინა შარლ მიშელმა "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ ის გადაირჩიონ, ასე ებრძვიან,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია