არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - კალაძემ რაც შეეძლო გააკეთა, მე უკეთესი შემიძლია - ქართველების სიძე ვარ, სიძემ ქვეყნისთვის რამე ხომ უნდა გააკეთოს?

კალაძე კარგი ადამიანია, რაც შეეძლო გააკეთა. მე უკეთესი შემიძლია ის, რაც მოსახლეობას სჭირდება. ხალხს აქ სამსახური სჭირდება, მომავლის იმედი არ აქვთ, შემიძლია ეს პრობლემა მოვუგვარო, - ამის შესახებ პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩაში ფეხით გადაადგილდება და საზოგადოების პრობლემებს კარგად იცნობს.

„დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია. ხალხს აქ უჭირს და შემიძლია, მაქვს რესურსი მათ დავეხმარო. ჩვენ გვაქვს უკეთესი საშუალება, რომ მოქალაქეებს ვუშველოთ. ქუჩაში ფეხით დავდივარ, ვიცი, მოსახლეობას რა უჭირს, შემიძლია, მათ პრობლემები მოვუგვარო. საქართველოში ვარ, აქაური პრობლემებით ვფიქრობ.

კალაძე კარგი ადამიანია, მან რაც შეეძლო გააკეთა. მე უკეთესი შემიძლია ის, რაც მოსახლეობას სჭირდება. მოსახლეობას აქ სამსახური სჭირდება. მომავლის იმედი არ აქვთ, შემიძლია მათ ეს პრობლემა მოვუგვარო.

ქართველების სიძე ვარ, ქართველები ჩემი ნათესავები არიან, ჩემი ხალხი... სიძემ ქვეყნისთვის, რამე ხომ უნდა გააკეთოს?!“, - განაცხადა ოგბუნუჯუმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა