გიგი წერეთელი - ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად სანქციის ფორმაა

ქვეყანა ვალებში იხრჩობა. ძალიან კარგად ვიცით, კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა, თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ევროკავშირის დახმარებაზე, ამას არავინ დაიჯერებს, ეს არის ზღაპარი - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, იმ პოლიტიკის სრული დამსახურება, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ვალდებულებებთან.

„ხელშეკრულებიდან გასვლა, ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობა და მართველობის ის მოდელი, რაც დღეს საქართველოშია, ასევე ხელისუფლების მხრიდან განცხადებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა, თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე, ამას ვინ დაიჯერებს, ეს ზრაპარია და მხოლოდ იმისთვისაა, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ და უთხრან - „ნახეთ რა მაგრები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს“. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნისთვის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად სანქციის ფორმაა და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა