სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე, მედიცინის პროგრამის სტუდენტების გარდა, უნივერსიტეტებშიც დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ყველა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იწყებს, ერთადერთი გამონაკლისია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები.

„ყველა უნივერსიტეტს სწავლის დაწყების თავისი თარიღი გააჩნია და თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს - ყველა იწყებს, როდესაც მათ აქვთ ეს გაცხადებული, ოღონდ 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში და 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას. ჩვენ დეტალურად გამოვიკვლევთ იმ დროისთვის, რა არის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში და ამაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება.

უნივერსიტეტებში ერთადერთი გამონაკლისი ეს გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული მედიცინისთვისაც სწავლა მთლიანად იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება მანამდე, უფლებამოსილება ეძლევათ უნივერსიტეტებს, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც უძღვებიან ამ პროცესს, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები, ესეც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ყველა ეს დეტალი გამოქვეყნდება, როგორც ჩვენს ვებ-გვერდზე, ისე „ფეისბუქზე“ და შესაბამისი, კონკრეტული მითითებები უკვე დაურიგდებათ სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს“, - აცხადებს ჩხენკელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა