ნათია თურნავა ევროკავშირის დაფინანსებაზე - თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ სესხი გავზარდოთ - ვწუხვარ, რომ ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა

ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირისგან დახმარების მიღების საკითხს შეეხებოდა.

მისივე თქმით, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება რომ გავზარდოთ სესხი.

„ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ. აქ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა,“ - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო