თამარ გაბუნია - ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი

ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლოჯისტიკური პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყება მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჯერჯერობით კლინიკებს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით კლინიკებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის