ამირან გამყრელიძე - 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში - 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს - დღევანდელი შემთხვევების 15% 14 წლამდე ბავშვი იყო

14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი, ხოლო 19 წლამდე, 20%-იანი ნიშნული. დღეს რომ 4700 შემთხვევა იყო, ამ რიცხვის 15% 14 წლამდე ბავშვი იყო, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისთანავე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი იხილება და შემოდგომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ამ აცრებით ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

სკანდინავიის ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. ასევე ამ საკითხს განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა - თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ერთადერთი ადგილი, სადაც პატარა ასაკიდან მასიურად გამოიყენეს ვაქცინა, არის ჩინეთი და მის გვერდით მდებარე რამდენიმე სახელმწიფო, სადაც 3 წლის ასაკიდან ბავშვებში „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა