იუსტიციის მინისტრი - ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იქნება

ინფიცირებულია პატიმრების საერთო რაოდენობის ზუსტად 1%, ხოლო ვაქცინირებულია 70%-ზე მეტი. ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იყოს.

„თვეში ერთხელ „პისიარით“ სრული გატესტვა ხდება. მართლა, მადლიერება მინდა გამოვხატო თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მთელი ამ პანდემიის პირობებში მართლაც გმირულად, საპატიმრო დაწესებულებას არ ტოვებდნენ. ეს ის საკითხია, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა არსებობდეს. არც ერთმა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა არ უნდა შექმნას ისეთი გარემო, თითქოს ციხეში ხდება უბედურება, იქ არის პანდემია, ეს ასე არ არის. ინფიცირებულია პატიმრების საერთო რაოდენობის ზუსტად 1%, ხოლო ვაქცინირებულია 70%-ზე მეტი. ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იქნება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო