მამუკა ხაზარაძე - ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე - ღარიბაშვილი რუსული ძალა და მოღალატეა

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ საგარეო ვალის შემცირების მიზნით, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს.

ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილ დეკლარირებულად რუსული ძალა და ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ადამიანების წინაშე მოღალატეა.

„ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე. როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო, როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ, როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია, როცა ბავშვები შიმშილობენ... მეტს აღარ გავაგრძელებ, ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკური და ფინანსური ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი „ოცნების“ ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას”, - წერს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს