კახა კალაძე ოპოზიციაზე - კვლევებს ხომ ატარებენ? ყველაფერი კარგად იციან, ფულის გადაყრა არ უნდათ წაგებულ არჩევნებში

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას არ უნდა „ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში“, ვინაიდან მათ არჩევნების შედეგები იციან. ამის შესახებ კალაძემ მმართველი პარტიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიცია არ იყენებს სარეკლამო ბილბორდებს და ფასიან სარეკლამო დროს, რაც მიანიშნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება.

"კვლევებს ისინიც ხომ ატარებენ? ხომ იციან რა მდგომარეობაა, ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან რეზულტატი, თუ რა იქნება“ , -აღნიშნავს კალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო