კახა კალაძე - „მესამე ძალა“ იქნება, მეოთხე თუ მეათე, ამას მოსახლეობა არჩევნებზე გადაწყვეტს - მოსახლეობა არის ჟიური

„მესამე ძალა“ იქნება, მეოთხე თუ მეათე, ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს არჩევნებზე- მოსახლეობა არის ჟიური",- ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნლისტებთან განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარდგენა შეაფასა.

მისივე თქმით, არჩევნები საუკეთესო ტესტია.

"მესამე ძალა იქნება, მეოთხე, თუ მეათე, ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს არჩევნებზე. დაველოდოთ, არჩევნებს, არჩევნები საუკეთესო ტესტია, თუ რომელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია რა ქულას მიიღებს. მოსახლეობა არის ჟიური, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ სად უნდა იყოს",-აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, გუშინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს