ვატო შაქარიშვილი ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებაზე - უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი ფულადი დახმარებებით

მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის შარლ მიშელის დოკუმენტით არც იწყება და არც მთავრდება, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქრიშვილიმა განაცხადა, რითაც რითაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საგარეო ვალის შემცირების მიზნით, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს.

შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას სუვერენიტეტისაკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი ფულადი დახმარებებით. მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არც იწყება და არც მთავრდება შარლ მიშელის დოკუმენტით“, - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

დღეს კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ამ დახმარებაზე უარს იტყვის, რადგან წელს საგარეო ვალის შემცირება უნდა დაიწყონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა