ზურაბ აბაშიძე ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ.

ზურაბ აბაშიძე უბნის მცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინიციატივებს პირადად გაეცნო და დაათვალიერა ისტორიული შენობები, სადაც გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობასთან. მათთან ერთად ვისაუბრე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, განვიხილეთ ის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ძველი თბილისის განახლებას და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობას.

მთაწმინდაზე გავიზარდე და იმედია არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ეს უბანი ნამდვილად არის ჩვენი თბილისის გული თავისი გამორჩეული ისტორიით, წარსულით, აწმყოთი, ასევე, დარწმუნებული ვარ, მომავლითა და რაც უმთავრესია, აქ მცხოვრები ადამიანებით. შესაბამისად, პირადად ვიზრუნებ, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც მომავალში „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად განვახორციელებთ ორიენტირებული იყოს, როგორც რაიონის განვითარებასა და წინსვლაზე, ასევე, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე“,-აღნიშნა აბაშიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მოსახლეობას ეტაპობრივად შეხვდება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა