თეონა აქუბარდია - ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას, ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც პრემიერის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარის თქმას გამოეხმაურა.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, პრემიერის უარი ევროკავშირის დახმარებაზე, იმ მოტივით თითქოს, რომ სესხი აღარ სჭირდებათ არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი.

„ევროკავშირის მიერ მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში მორიგ ტრანშზე - 75 მილიონი ევროს მიღებაზე პრემიერის უარი თითქოს იმ მოტივით, რომ მათ სესხი აღარ სჭირდებათ, არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი და კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოს აშორებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისგან.

ამ დახმარებას გააჩნია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ევროკავშირში წევრობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე არ ხდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობა არაერთგზის გააფრთხილა, რომ ამ რთულ უსაფრთხოების გარემოში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით რეფორმები ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს და საქართველოს მთავრობას უნდა ეჩვენებინა პოლიტიკური შეთანხმების და ამ რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება. მაკროსაფინანსო დახმარებაც, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი სწორედ რეფორმების წინაპირობა იყო.

ამის საპირისპიროდ კი მმართველმა ძალამ, იცის რა, რომ ამ ტრანშს ვერ მიიღებს რეფორმების განხორციელების გარეშე, გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის თავად ეთქვათ ამ დახმარებაზე უარი, თითქოს იმ მოტივით, რომ მათ ეს ფული არ სჭირდებათ.

შესაბამისად, ამ განცხადებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას, რაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზა არის და ამით აძლიერებენ კრემლის შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში.

სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება" გავისტუმროთ ხელისუფლებიდან", - განაცხადა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო