არჩილ თალაკვაძე - ვინ იქნება მესამე, ვინ მეოთხე და ვინ დაიკავებს შემდეგ ადგილებს,  საზოგადოების გადასაწყვეტია -  ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ვინ იქნება მესამე, ვინ მეოთხე და ვინ დაიკავებს შემდეგ ადგილებს, საზოგადოების გადასაწყვეტია - ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მოსინჯოს არჩევნებში საკუთარი ძალები.

„ჩვენ შევქმენით ისეთი ტიპის დემოკრატია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს რეალური პოლიტიკური გეგმა, პროგრამა და ჰყავს რეალური ლიდერები, საშუალება აქვს მოსინჯოს ძალები დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში. ვინ იქნება მესამე, ვინ მეოთხე და ვინ დაიკავებს შემდეგ ადგილებს, ეს არის არჩევნებში ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების გადასაწყვეტი. დღეს რაც დადასტურებულია არაერთი არჩევნებით და იცის საზოგადოებამ არის იქ, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს მაღალი მხარდაჭერა და ამ არჩევნებშიც გარწმუნებთ, რომ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა