საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მედიაციით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციას ავრცელებს

ასოციაციის დაფუძნების დღიდან იზრდება მედიაციით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა. მედიაციის პროფესიაში შესვლა უკავშირდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებულ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის დებულებით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპების წარმატებით გავლას, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი მნიშვნელოვანი ეტაპის განხორციელებისთვის აუცილებელია აკრედიტაციის მოპოვება, რომელსაც გასცემს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ სერტიფიცირების პროგრამის დებულების საფუძველზე. აღნიშნული აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა 2021 წლის იანვრიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას პირველად მიმართეს დაინტერესებულმა ინსტიტუციებმა მსგავსი უფლების მოპოვების თხოვნით და შესაბამისი პროცედურების საფუძველზე ასოციაციამ გასცა პროგრამული აკრედიტაცია მედიაციის ტრენინგის ჩატარებით დაინტერესებულ მსურველ სუბიექტებზე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ (mediators.ge) პროგრამული აკრედიტაცია გასცა შემდეგ სუბიექტებზე, რომელთაც მიენიჭათ უფლებამოსილება მოახდინონ მედიატორობით დაინტერესებულ პირთა სწავლება:

  1. ააიპ “დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი”
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR)
  3. სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია”
  4. ააიპ „რიზოლვ“.

მედიაციით დაინტერესებულ პირებს, ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ აღნიშნულ სუბიექტებს და გაიარონ რეგისტრაცია.

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” (mediators.ge) წარმატებებს უსურვებს მედიაციით დაინტერესებულ ყველა პირს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა