კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება და ნაცვლად 500 ლარისა, 1000 ლარი იქნება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე ორგანული კანონის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.

„ორგანული კანონის პროექტი, ასევე ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დამატებით ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიის წევრად საქმიანობის შეზღუდვას ვადით 1-დან 2 წლამდე და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) თანამდებობიდან გათავისუფლებას და კომისიის რიგით წევრად დატოვებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანული კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური და ფრიდონ ინჯია. ორგანულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს