მაკა ბოჭორიშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა და პოსტპანდემიურ პერიოდში საპარლამენტო დიპლომატიის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე. მან ასევე აღნიშნა „ასოცირებული ტრიოს" საერთო ევროპული მისწრაფებები და მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ერთობლივი მემორანდუმი.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს. თავის მხრივ, ინგრიდა ლევრენცემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ ლატვიის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო