სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსი ასზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა, აღნიშნული ვითარების მონიტორინგისა და პატიმართა სხვა უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დღემდე შეუზღუდავად აგრძელებს პრევენციული და ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ვიზიტები ხორციელდება კოვიდ ტესტის ჩატარების შემდგომ, შესაბამისი ეკიპირებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან. მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სისტემის განტვირთვასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისთვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები,“- ნათქვამია განცხადებაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი