პარტია „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ მორიგი შეხვედრა ხიხანის ხეობის სოფლების: ზემო თხილვანის, ქვემო თხილვანის, ბაკოს, მთისუბნის, ხიხაძირის, სკვანისა და კალოთის ამომრჩევლებთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივებს სამომავლო პრიორიტეტები გააცნო.

„ამ ულამაზეს ხეობაში განსაკუთრებულად გამორჩეული, მშრომელი, სტუმართმოყვარე და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. როგორც ყოველთვის, დღევანდელ შეხვედრაზეც, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ამ ხალხისგან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა, რაც მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას და ძალას, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გავაგრძელო ღირსეული მსახურება ჩვენი ხულოს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა