დღეიდან ისრაელმა საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა

ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეეძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს