ნათია თურნავა „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, შევებრძოლოთ პანდემიას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები აქტიურად არიან ჩართული თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში.

„ვცდილობთ წავახალისოთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების, ტურიზმის, ვაჭრობის სფეროში წარმოდგენილი კომპანიები, იყვნენ ვაქცინირებული და ამ გზით დაიცვან ვირუსისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე საკუთარი მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია „ვისოლ ჯგუფის“ ინიციატივა, რომ ორგანიზებულად, ერთიანად აცრას თანამშრომლები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მისასალმებელია, რომ ბევრი დიდი კომპანია, მათ შორის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა მიყვებიან ამ პრაქტიკას და აქტიურ რეჟიმში ორგანიზებულად ახორციელებენ თანამშრომელთა ვაქცინაციას.

„ეს არის ჩვენი გადარჩენა და იმის საფუძველი, რაზეც ჩვენ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვაშენებთ. თუკი დღეს თავს ვიწონებთ, რომ არ ვკეტავთ ეკონომიკას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, მათ შორის იმით, რომ საკუთარი მაგალითით მოუწოდებენ სხვებს აცრისკენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა