სანდრო რაქვიაშვილი - ფაქტია, რომ  ნაბიჯები რაც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, ევროკავშირს დაგვაშორებს - ძალიან საშიში ნაბიჯებია

დიდი იმედი მაქვს, ამომრჩეველი ხელისუფლების დესტრუქციულ ნაბიჯებს შეაფასებს და "ქართული ოცნება" მხარდაჭერას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც მაკროფინანსურ დახმარებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან რეაქცია ადეკვატური იყო.

"ჩვენ თუ გვინდა, ევროკავშირის მოკავშირე ვიყოთ, ელემენტარულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მათ შორის, დემოკრატიისა და სასამართლოს სისტემის მიმართულებით. ფაქტია, რომ ასეთი ნაბიჯები რაც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, ევროკავშირს დაგვაშორებს. თუ ეს ყველაფერი საარჩევნოდ პიარის ნაწილია, შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული, იმედია, ეს შეიცვლება. უფრო დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ამომრჩეველი ამ დესტრუქციულ ნაბიჯებს შეაფასებს და "ქართული ოცნება" მხარდაჭერას ვერ მიიღებს. თუ ტრენდი გაგრძელდება, ჩვენი საგარეო პოლიტიკა იგივე სვლით წავა, ეს ნიშნავს, რომ დავკარგეთ მეგობარი ქვეყნები, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. არ მგონია, რომ ახლო მომავალში სანქციები დაწესდება, მაგრამ თუ ჩვენს საგარეო პოლიტიკას იგივე გაგრძელება ექნება, ეს ნიშნავს, რომ მოკავშირე, რომელმაც ჩვენი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, სანქციებს დაგვიწესებს და გაუგებარია, როგორ უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან, თუ ევროკავშირი და ამერიკა გვერდზე არ დაგვიდგებიან. ძალიან საშიში ნაბიჯებია, შეიძლება, "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში ელექტორალურად მოიგებს, მაგრამ მე საბოლოო ჯამში ამომრჩევლის იმედი მაქვს,"-განაცხადა რაქვიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა