მიხეილ სარჯველაძე - თუ „სასანქციოს“ გააკეთებს რამეს ხელისუფლება, არავის მოერიდება სანქციების გამოყენება, მაგრამ ეს ოპოზიციის სასურველი რეალობაა, რომელიც ილუზიაა

თუ „სასანქციოს“ გააკეთებს რამეს ხელისუფლება, არავის მოერიდება სანქციების გამოყენება - სანქციები ოპოზიციის სასურველი, ნანატრი რეალობაა, რომელიც რეალობა ნამდვილად არ არის და ილუზიაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოგონილი არგუმენტებით კვებოს ინტერესი, რომელიც კრიტიკულად განწყობილ ელექტორატს შეიძლება ჰქონდეს. მისი თქმით, მაკროფინანსური დახმარების მიღებისთვის გაწერილი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი საქართველომ შეასრულა.

„არ შეიძლება ყველაფერი მივაწეროთ დოკუმენტს, რომელზეც არის საუბარი, ეს გაფორმებულია იმ მომენტში, როცა საგარეო ვალის მოცულობა განსხვავებული იყო იმისგან, რაც დღეს არის, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყველა იმ რეფორმასთან, რომელიც არის კონკრეტულად და მკაფიოდ განსაზღვრული დოკუმენტით, არ აღმოჩნდება ისეთი დამოკიდებულება ხელისუფლების, რომელიც რამენაირად შეიძლება ჩაითვალოს დისონანსურად. იქ არის უამრავი ვალდებულება გათვალისწინებული, უდიდესი უმრავლესობა, თუ არა ყველა, შესრულებულია. რაც შეიძლება საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც ოპონენტებს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ. ამაზეც არის გაკეთებული განცხადებები, რომ სამომავლოდ ასეთი რეფორმების განხორციელებაც იგეგმება. უბრალოდ, რაწამს ასეთი დისკუსია შევა შეფასებითი კატეგორიის კინკლაობაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მუხტი მაღლა იწევს და კლებულობს ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა