ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით  მცდელობა იყო, რომ ფინანსური სანქციები დაწესებულიყო, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა

სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროპარლამენტარების წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამენაირად უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ.

„2012 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ევროკავშირში ჩადიოდნენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ თაობაზე, მისი დამფუძნებლის, ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2014 წელს მაშინ, როდესაც ქვეყანა ძალიან აქტიურად მუშაობდა უვიზო რეჟიმის მიღებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროპარლამენტარების წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამენაირად უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ. აი, ესაა ანტისახელმწიფოებრივი მავნებლური პოლიტიკა. სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა. ეს ჩვენი ნებით, გადაწყვეტილებით მივიღეთ, კონსტიტუციაში ჩავწერეთ. ესაა შეუქცევადი პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა