თეიმურაზ ჯანჯალია - საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართვლოს კონსტიტუციასა და სხვა მრავალ დოკუმენტში ნათლად არის ასახული, რომ საქართველოს პრიორიტეტი და აუცილებელი პირობა არის ის, რომ გახდეს ევროპის და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობას, რეგულაციებს და ცხოვრების წესს ევროპული ცხოვრების წესთან ვაახლოებთ.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ და შესაბამისად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენი ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ ჩვენს ქმედებებს, იქნება ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობა,“-განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს