„სამართლიანი არჩევნები“ - საჯარო სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ხშირ შემთხვევაში, გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან მიმართებაში ხდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ მომზადებული, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საჯარო სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ხშირ შემთხვევაში, გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან მიმართებაში ხდება.

ორგანიზაციის დირექტორმა ნინო დოლიძემ შუალედური ანგარიშის წარდგენისას კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები თითქმის ყველა რეგიონშია.

„მაგალითად, გორში მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსურ მენეჯერს კახა ფალიაშვილს შრომითი ხელშეკრულების ვადა შეუწყვიტეს. ამ შემთხვევაში მას ვადა გასდიოდა, თუმცა, აქვე მუშაობდა 150 სხვა ადამიანიც. ყველა მათგანს ვადა გაუგრძელეს და მხოლოდ ამ ერთ ადამიანს არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. აღნიშნულს ის ძმის, მამუკა ფალიაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რადგან ძმა გიორგი გახარიას გუნდში გადავიდა, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი იყო.

სამსახურიდან გაათავისუფლეს სამცხე-ჯავახეთის გახარიას პარტიის კოორდინატორის დედა და დეიდა, რომლებიც საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდნენ საჯარო სამსახურში. ისინი ჯერ რწმუნებულთან დაიბარეს, შემდეგ გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი შვილი და დისშვილი პარტიის მხარდამჭერი არიან. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს გახარიას გუნდს ეხება და ამას იმით ვხსნით, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლები ალბათ, უკვე აღარ მუშაობენ საჯარო სამსახურებში. მანამდე მოხდა წმენდა საჯარო სამსახურების და გახარია ცოტა ხნის წინ ხელისუფელბაში იყო და მას ჰყავდა თავისი ადამიანები, ალბათ, ეს არის ამის მიზეზი, თუმცა, ამას დიდი მასშტაბები აქვს.

ბევრი ფაქტია სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დმანისი, საჩხერე, ფოთი“, - განაცხადა დოლიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს