“ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ლოზუნგით - “ნუ გვატყუებთ, შეთანხმება უნდა შედგეს” აქციას მართავენ

“ნუ გვატყუებთ, შეთანხმება უნდა შედგეს”- ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომხელისუფლების იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარებაზე უარს ამბობს.

მათ ადგილზე მიიტანეს ტრანსპარანტები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“სამწუხაროდ,”ქართული ოცნება” იმაზე სწრაფი ნაბიჯებით მიგვაქანებს რუსეთისკენ, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. ბოლო ამბავი კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ დასავლურ სტანდარტებზე და ევროპაზე საბოლოოდ უარი თქვა ”ქართულმა იცნებამ”. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში “ “ქართული ოცნება” არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამაზე წინასწარ განაცხადა, წინასწარ უთხრა ევროპელ პარტნიორებს, რომ არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ჩაატარებს არჩევნებს, სადაც რეალურად გამოჩნდება ქართველი ხალხის არჩევანი”, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო