კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გახარია ღალატით გავიდა „ქართული ოცნებიდან“ და მისი მიზნები „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაზე გადის - ვინც არ უნდა დააყენოს კანდიდატად, რეიტინგებს ვერ შეცვლის

ვინც არ უნდა დააყენოს ბატონმა გახარიამ, ის ვერანაირ დისონანსს ვერ შემოიტანს რეიტინგებში, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ იმაზე მაღალ საარჩევნო სტანდარტს მიაღწიოს, ვიდრე ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. მისივე განმარტებით, მმართველი ძალა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ არჩევნები ჩატარდება ღიად, გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან რეჟიმში.

გიორგი გახარია ძალიან ცუდი ღალატით გავიდა „ქართული ოცნებიდან“, შესაბამისად, ჩვენი მხარდამჭერები ვერ იქნებიან მასთან დაკავშირებული. მისი მიზნები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაზე გადის და მათ ერთი ინტერესი ამოძრავებს. შესაბამისად, კონკურენციას და მისი მხრიდან პრობლემას ვერ ვგრძნობთ. მან ვინც არ უნდა დააყენოს, წინასწარი მარცხისთვის იქნება განწირული“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვარმა ასევე იმ ბრალდებებზეც ისაუბრა, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროებასა და დევნას ეხება.

„აქ დაშინებაზე საუბარიც კი არ ღირს. პოლიტიკური ძალა ამ ხერხს მაშინ მიმართავს, თუ გარკვეული საარჩევნო პრობლემები აქვს. მაშინ, როცა ყველა რეგიონში დამაჯერებლად ორჯერ ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ეს არ გვჭირდება, შესაბამისად ეს არის მხოლოდ სპეკულაცია.

სრული აბსურდია და არის გარკვეული სუბიექტური დამოკიდებულება, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას რამეში სჭირდება, რომ გახარიას არსებული თუ პოტენციური გუნდის წევრებს რაიმე ნიშნით დევნიან, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არც ბატონ გახარიასთან და არც რომელიმე სხვა ოპონენტის მიმართ. ეს არის მხოლოდ სპეკულაცია და თუ არსებობს ამის რაიმე ფაქტები, წარმოგვიდგინოს საჯაროდ და ჩვენ ამას გამოვიძიებთ“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო