გიორგი კალანდარიშვილი - 2 ოქტომბერს ჩვენს ამომრჩევლებს შევთავაზებთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს, რა გამოწვევის წინაშეც პანდემიამ დაგვაყენა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოწვევების წინაშე ცესკო პანდემიამ დააყენა.

„არის არაერთი გამოწვევა, მათ შორის არის პანდემია, დეზინფორმაცია, საარჩევნო რეფორმა, რომლის განხორციელებაშიც მთავარი როლი და წვლილი საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. თუმცა, ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვიღებთ, ვახორციელებთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ამ გამოწვევებზე პასუხის მიზანს. დიდი იმედი მაქვს, 2 ოქტომბერს ჩვენს ამომრჩევლებს შევთავაზებთ ერთი მხრივ, ზოგად უსაფრთხო და მეორე მხრივ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს, რომელი გამოწვევის წინაშეც დღევანდელმა პანდემიამ დაგვაყენა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება მისი არჩევისას დაბალი ლეგიტიმაციის საკითხს, რასაც ხაზს არასამთავრობო სექტორი უსვამს, კალანდარიშვილი ამბობს, რომ მთავარი გასაღები გამჭვირვალობის და ჩართულობის უზრუნველყოფაა, რასაც მისივე თქმით, ცესკო მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი არჩევის დღიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა ჩემი ნაბიჯი, რომელიც იდგმება, ეხება გამჭვირვალობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას. ამის კარგი დასტურია ცესკოს სხდომების პირდაპირი ეთერით გადაცემის ფაქტები, გაგრძელებული ქვემდგომი კომისიის წევრების ინტერვიუების მხარდაჭერა და ამის საჯაროდ გადაცემა. მთავარი საკითხი ნდობასთან და რეპუტაციასთან მიმართებაში, მე რასაც ვხედავ, გამჭვირვალობის და ჩართულობის უზრუნველყოფაა. ცესკოს მხრიდან საზოგადოება იღებს ორივეს, თან ძალიან მაღალი დოზებით. ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ დაზღვეული იქნება რეპუტაციული და ნდობის რისკები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე შეიძლება იდგეს. სამწუხაროა, რომ ჩემი არჩევისას არ იყო მრავალპარტიული მხარდაჭერა, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ბევრად უკეთესად",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერა, რაც არჩევნების პერიოდში მხარეებს გარკვეულ ვალდებულებებს უჩენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს