რევაზ სოხაძე - კახა კალაძე თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში საუკეთესო მერია

კახა კალაძე თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში საუკეთესო მერია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი ხელისუფლება, პრესტიჟული უბნების განვითარებაზე აკეთებდა აქცენტს, დღეს კი, ეს მიდგომა კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად შეცვლილია.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, გულწრფელად ვფიქრობ, კახა კალაძე თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში საუკეთესო მერია. ურბანულად, როგორც უნდა ვითარდებოდეს ქალაქი სწორად, თანაბრად, ზუსტად ეს მივიღეთ სამგორის რაიონში, ვარკეთილში. ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი ხელისუფლება, პრესტიჟული უბნების განვითარებაზე აკეთებდა აქცენტს, ჩვენ ეს მიდგომა კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად შევცვალეთ. ქალაქის მერის კომპეტენციაში, რაც შედის იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე ეს მოლოდინი შეიძლება არსებობდა მერიის სტრუქტურების მიმართ. ხელმოსაკიდია ყველა მოსახლისთვის ის სიკეეთეები, რაც ქალაქში 4 წლის განმავლობაში განხორციელდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო