ანა დოლიძემ ცესკოში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა.

ანა დოლიძის განცხადებით, მის გვერდით არის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის საკრებულოში. მისივე თქმით, ათივე მაჟორიტარობის კანდიდატისთვის პოლიტიკა მეტ-ნაკლებად სიახლეა, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას დაკვეთა აქვს ახალ ძალებზე და სუფთა სახეებზე ქართულ პოლიტიკაში.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ პარტია „ხალხისთვის” პარტიულ სიას, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისში. ჩვენ ათივე უბანში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩემთან ერთად არის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის საკრებულოში. ათივე მაჟორიტარობის კანდიდატი არის გამოცდილი, მებრძოლი, პროფესიონალი, თუმცა ყველასთვის პოლიტიკა მეტ-ნაკლებად სიახლეა, რაც მიგვაჩნია დადებით ასპექტად ჩვენი საქმიანობისა. მოსახლეობის უმეტესობას დაკვეთა აქვს ახალ ძალებზე და სუფთა სახეებზე ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს წინაშეა ათი პროფესიონალი, რომელიც მზად არის ყველა ოლქში იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის, 48 რიცხვის ქვეშ.

პარტია „ხალხისთვის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

ვაკეში - ალექსანდრე რატიშვილი

დიდუბეში - ნინო წულაძე

ჩუღურეთში - სერგო ლომიძე

სამგორში - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

გლდანში - ირაკლი თედორაძე

მთაწმინდა - ნინო ქოქოსაძე

კრწანისი - მაია კეკუა

ისანი - კობა კობახიძე

საბურთალო - თამარ ჭიჭინაძე

ნაძალადევში - მიხალის ირემაძე“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს