დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო კურსზე - კითხვა არ მიჩნდება, რადგან ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსის შეუქცევადობასთან დაკავშირებით

სესხზე უარის თქმა, არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. ეს რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რეფორმები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ უკვე განხორციელდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ევროკავშირის 75 მილიონამდე ევროს დახმარებაზე უარს ამბობს.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რეფორმები, რომელიც იგივე 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ უკვე განხორციელდა - იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო, იგივე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, რაც ასევე არის შეთანხმების ნაწილი; იგივე იმ კრიმინალების გამოშვებასთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის ნაწილი იყო, იგივე ხელისუფლების განაწილებასთან მიმართებაში, რომელზეც მზაობა არის პარლამენტში შესაბამის პოსტებთან დაკავშირებით ოპოზიციის განაწილების კუთხით. ეს ყველაფერი შესრულებულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ იცოდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და იციან ეს, რომ ჩვენ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს აუცილებლად ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ, მაგრამ ეს ხომ პროცესია? არ დასრულებულა პროცესი. 19 აპრილის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ პროცესი დასრულდება 2022 წლის გაზაფხულზე და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. თქვენ, ხომ ძალიან კარგად გახსოვთ, სასამართლო რეფორმა, ის მემკვიდრეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს მიიღო, ის უმძიმესი იყო და 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა. თუნდაც რომ შეადაროთ, როგორი მიმართვიანობა იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და როგორ შემცირდა (მიმართვიანობა), ეს ხომ მიანიშნებს მარლთმსაჯულების, სასამართლოს მიმართუოლებით მნიშვნელოვან პროგრესზე?! - მაგრამ ეს სრულყოფილი არ არის. აუცილებლად მივალთ იმ სასურველ ნიშნულამდე, რომელიც მისაღები იქნება, როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ისე ჩვენთვის“, - აცხადებს ზალკალიანი.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, საგარეო საქმეთა მინისტრი ასე პასუხობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია“.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, 2014 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ზალკალიანმა თქვა, რომ კითხვები ჩნდება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და ახლაც, თუ უჩნდება კითხვები ამ მიმართულებით? - „კითხვა არ მიჩნდება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსის შეუქცევადობასთან დაკავშირებით. ის [განცხადება] იყო გარკვეულ კონტექსტში, გარკვეულ სიტუაციასთან შესაბამისობაში და ახლა, მე არ მინდა სპეკულაციები და იმ სიტუაციასთან დაბრუნება“, - აცხადებს ზალკალიანი.

მისივე განმარტებით, ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხე „არც კი შეექმნება“, რადგან საქართველოს გააჩნია ხელმოწერილი ასოცირებული შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა