ირაკლი ხმალაძე - ტყუილია, თითქოს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმე კახა კალაძის მერობის პერიოდს უკავშირდება

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფაქტს ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან, კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული სამი საქმიდან მხოლოდ ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომას.

„პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება. აქედან ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან თანხის მითვისებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება - აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტს, საუბარია სამშენებლო ობიექტიდან მასალის მოპარვის შემთხვევაზე და ასევე კონტრაქტორის მხრიდან უხარისხოდ შესრულებულ საქმიანობაზე. სამივე საქმეზე საგამოძიებო პროცესი ჩვენი მოთხოვნით დაიწყო“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2015-2020 წლების განმავლობაში მომზადებული 14 დასკვნის საფუძველზე სისხლის სამართლის 13 საქმეს იძიებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს