ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს მჩაგვრელი, რეპრესიული, მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ივანიშვილის ლიდერობით

ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც სამტრედიაში კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას ჩვენი მერობის კანდიდატი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით რამდენიმე წლის წინ, სად ვართ დღეს, სადა მივდივართ და სად ვიქნებით ხვალინდელ დღეს. ვიმყოფებით რა სამტრედიაში, მახსენდება 2012 წელი, როდესაც ჩემს მეგობარ კახა კალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მაშინ სხვა დრო იყო, მეგობრებო. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული, ხელშესახები პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ასეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“. ჩვენ ჩვენი მიღწევებით, შრომით, ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვიაზრებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს