ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი მოძალადე ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლების დაბრუნებაზე, მაგრამ მათი დაბრუნების 0% არსებობს

ყოფილი მოძალადე ხელისუფლება ისევ ძალადობს, კიდევ პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლების დაბრუნებაზე, მაგრამ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების 0% არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს.

„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, სად ვიყავით და სად მივდივართ. ვიმყოფებით სამტრედიაში და მე 2012 წელი მახსენდება, როდესაც კახა კალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მოძალადე ხელისუფლება ისევ ძალადობს, კიდევ პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლების დაბრუნებაზე, მაგრამ 0% არსებობს მათი ხელისუფლებაში დაბრუნების. ერთადერთი გზა, როგორმე ხელი შეუშალონ ამ ქვეყანას დესტაბილიზაციაა, მაგრამ ჩვენ არეულობას არ დავუშვებთ. ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად რაც აწუხებს დღეს - უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. ხალხს განვითარება, პროგრესი სჭირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო