სერგო ჩიხლაძე - არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას თეთრი ხელთათმანით ჩაატარებს

არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამ წინასაარჩევნო კამპანიას თეთრი ხელთათმანით ჩაატარებს, -ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიში.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არასაარჩევნო პერიოდშიც კი არ ერიდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ფიქსირდება ზეწოლის ფაქტებიც.

„შემაშფოთებელია ის ფაქტები, რომელიც ამ კვლევაშია მოყვანილი. საუბარია როგორც ზეწოლის ფაქტებზე, ისე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მათ შორის არასაარჩევნო პერიოდშიც კი და რაც მთავარია, ეს არის ზეწოლა, დაშინება და ა.შ. რასაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ იყენებს. პირველი არჩევნები არ არის, რაც ეს ვლინდება, პრინციპში, ჩვენ ამისთვს მზად ვართ. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ თეთრი ხელთათმანით ჩაატარებს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კანონები უნდა დაიცვას.

„კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, „ქართული ოცნებისთვისაც“ და პოლიტიკური ოპოზიცისთვისაც. სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისთვის“ სხვა კანონი არსებობს და მთელი საქართველოსთვის სხვა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში მოამზადა. მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში, რამდენიმე პრობლემური შემთხვევა აღრიცხა, საიდანაც ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო მეორე - ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა