პრემიერი - ურცხვად ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს 75 მილიონი ევრო გრანდიოზული დახმარება იყო ევროკავშირისგან და თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე

ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად უარი ვთქვით 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, გამოდიან ურცხვად და ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან და თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე, რაც არის შეურაცხმყოფელი ტყუილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის შემოთავაზებაზე უარი თქვა, რადგან, მისივე განმარტებით, შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ამ ეტაპზე, დამატებით ვალის აღება არ არის საჭირო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ტყუილში დაადანაშულა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხით ოპოზიციონერი ლიდერები სპეკულირებენ.

„ბოლო ორი დღეა მიმდინარეობს კრიტიკა, რომ საქართველომ, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად უარი ვთქვით 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე. ახლა გამოდიან ურცხვად და ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან და ვინაიდან მთავრობამ დამატებით სესხის აღებაზე უარი თქვა, მათივე სიტყვებით ვიტყვი, რომ თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე, ინტეგრაციაზე და ზოგადად კურსზე, რაც არის შეურაცხმყოფელი ტყუილი. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი იკადროს ადამიანმა, აკადრო შენს ხალხს, როცა იცი ერთი ფაქტი, რომ ეს იყო სესხი, 75 მილიონი ევრო?! ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და გვაქვს დამატებითი რესურსები ბიუჯეტში, მილიარდ ორასი მილიონი ლარის სახით და კიდევ უფრო მეტი გვექნება წლის ბოლოს, რადგან ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაზე გავალთ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ სესხებზე, რაც არ გვჭირდება, ეტაპობივად უარი თქვას დამატებით საგარეო ვალის აღებაზე და ნელ-ნელა შევამციროთ ეს ვალი. ამ დროს ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია ტყუილებზეა დაფუძნებული, ვინაიდან მათ სათქმელი არ აქვთ. შეხედეთ მათ საარჩევნო კამპანიას, ნული ხედვაა განვითარებაზე, პერსპექტივაზე. რას სთავაზობენ ჩვენს მოსახლეობას? - რევანშისტული და რევოლუციური შეძახილები, ისიც უსუსური, ამის თავიც არ აქვთ ამ უბედურებს. ამიტომ, ყველაფერი არის დაფუძნებული ტყუილზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის