მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარადგინა

ფახულანი არის ადგილი და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი არის ის, ვინც პირველად გადაკვეთს ამ გამყოფ ხაზს, პირველები დაამყარებენ ხაზს იქით მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებთან. მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსის ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და გავაერთიანოთ ეს ქვეყანა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, თამარ ბელქანია წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად საჭიროა განათლება და კონკრეტული რეფორმები.

„ეს არის განსაკუთრებული ადგილი თითოეული ქართველისთვის და სამწუხაროა, რომ აქ მაცხოვრებელი ადამიანები ვერ გრძნობენ იმ დახმარებას და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, რომელიც უნდა იგრძნობოდეს ყოველდღიურად. არამარტო ამ სოფელში, არამედ ყველა გამყოფ ხაზთან მყოფი სოფელი უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. ეს სოფლები უნდა გამოირჩეოდნენ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერად.

ფახულანი არის ადგილი და აქ მაცხოვრებელი თითოეული ადამიანი არის ის, ვინც პირველად გადაკვეთს ამ გამყოფ ხაზს, პირველები დაამყარებენ ხაზს იქით მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებთან. მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსის ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენ გავაერთიანოთ ეს ქვეყანა.

ამ მიზანს რომ მივაღწიოთ საჭიროა განათლება, საჭიროა ჩვენი შვილების გვერდში დგომა, საჭიროა კონკრეტული რეფორმები, საჭიროა "ოცნების" მთავრობის გასტუმრება, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფულ სიღატაკემდე. 2 ოქტომბერს ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ეს შევცვალოთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა