ლევან თარხნიშვილი - შსს იძულებული იყო უკან დაეხია და გიგი უგულავასთან დაკავშირებით გუშინდელი არაკანონიერად მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა

დღეს კიდევ უფრო გამოჩნდა, რომ ბრძოლას და წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენი პროტესტისა და ზეწოლის შედეგად, შსს იძულებული იყო უკან დაეხია და გიგი უგულავასთან დაკავშირებით გუშინდელი არაკანონიერად მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავამ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მიიღო ცნობა, რაც ნიშნავს იმას, იგი ხვალვე დაუბრკოლებლად შეძლებს საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად დარეგისტრირებას. რეგისტრაციის ვადა ხვალ, 18:00 საათზე იწურება.

„ჩვენ ამას ხვალ აუცილებლად გავაკეთებთ. გუშინდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უკანონო და საფუძველს მოკლებული. ჩვენ გვქონდა იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენი ზეწოლის შედეგად ეს გადაწყვეტილება შეიცვლებოდა და ასეც მოხდა. სწორედ ასე მოუწევს უკან დახევა „ქართულ ოცნებას“, რეფერენდუმში დამარცხების აღიარება და ასევე, რიგგარეშე არჩევნების დაანონსება. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ყველა უნდა მოვიდეს და მისცეს ხმა ნებისმიერს, გარდა ორმოცდაერთისა“, - ლევან თარხნიშვილმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს