გიორგი გახარია - თბილისში დავიბადე, გავიზარდე, ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ჩვენი დიდი ოცნება უკეთესი საქართველოსი, დღეს უნდა დავიცვათ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებისგან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავამჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოს წევრობის სიის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან პრეზენტაციისას აღნიშნა, თბილისს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება, სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო და ამასთანავე, ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე დიდი მეგაპოლისი.

„მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, განპირობებულია უაღრესად დიდი სოლიდარობის გრძნობით თითოეული ჩვენი მერის კანდიდატობის მიმართ, რომლებსაც უაღრესად უმძიმეს პირობებში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა, იმიტომ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში იმისთვის, რომ ღია, კონკურენტულ გარემოში ჩვენს მოქალაქეებს დაუმტკიცონ, რომ ყველაზე უკეთესები არიან.

ეს არის ის სამართლიანი გარემო, რომელსაც ჩვენ ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ გვპირდებოდა წლების წინ. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ბევრი მიღწევა იყო და ბევრი რამ შეიცვალა, სწორედ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. მე მინდა გითხრათ, რომ მე ამ ქალაქში დავიბადე, თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც კარგად მესმის, რომ დღეს ამ ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება, ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო, ამ ქალაქს, ამასთან ერთად, სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე დიდი მეგაპოლისი. ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში. ამისთვის ჩვენ უაღრესად სწრაფად სატრანსპორტო კვანძებით უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან თბილისი, ლილო, რუსთავი, განვავითაროთ მეტრო, ეს იქნება უაღრესად დიდი ეკონომიკური ენერგიის მატარებელი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ, რა თქმა უნდა, რეგიონისა და საქართველოსთვის და ეს ყველაფერი კონკრეტული გათვლებით, დაფინანსებით წყაროებით წარვუდგენთ თბილისელებს თითოეულ უბანში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თბილისის სატრანსპორტო განვითარება, ინფრასტრუქტურა, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გონივრული ურბანული მიდგომა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსება და სამართლიანობა. ეს ის გარემოა, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისელები იგრძნობენ თავს კომფორტულად და თითოეული ხელისუფლის ვალდებულებაა, პირველ რიგში, იზრუნოს ამ ქალაქის თითოეულ მოქალაქეზე, მის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოზე და, რა თქმა უნდა, სტუმრებზეც“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო