მამუკა მდინარაძე - დღეს შედგა კალაძის და გახარიას შეხვედრა - პირდაპირ გეტყვით, რომ კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა

დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ახლა უკვე, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ ერთგვარი ფინანსური გარიგება შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გახარიას მერის პოსტზე მისი კანდიდატურა არ დაეყენებინა.

„დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული. როცა ჩვენ გვაქვს ისტორია, რომ მელიასთვის გადადგა გახარია და როცა დღეს უკვე, რამდენიმე წუთის წინ ვიგებთ, რომ მელიას მეორე ტურში გადასაყვანად იბრძოლებს ეს ადამიანი, სხვანაირი შეფასება წარმოუდგენელია, - ჩვენთვის სულ ერთია ეს დააყენებს თუ არა კანდიდატურას. ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში, მისი მცდელობის მიუხედავად, არ შევალთ იმიტომ, რომ საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს