გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ტყუილია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიამ შუამავლის საშუალებით მერობის კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში მათგან „ფინანსური მხარდაჭერა“ მოითხოვა, გიორგი გახარია ტყუილს უწოდებს.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ მის დისკრედიტაციას ცდილობს.

„ტყუილია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების, ამ ხალხს, ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს“ იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ 8 წლის განმავლობაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა საჭირო არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე“.

„იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ დღეს შედგა შეხვედრა კახა კალაძეს და გახარიას შორის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო