ნიკოლოზ სამხარაძე - თბილისში ქაბულიდან  50-ზე მეტი რეისი განხორციელდა, რომლითაც საქართველოს გავლით გამოყვანილი იქნა 2 500-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე

გარდა იმისა, რომ საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთის მისიაში და თითქმის 20 წლის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები იქ იცავდნენ მშვიდობას და სტაბილურობას, საქართველომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევაკუაციის დროსაც, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ქაბულიდან 50-ზე მეტი რეისი განხორციელდა, რომლითაც მარტო საქართველოს გავლით გამოყვანილი იქნა 2 500-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე.

„საქართველოს მონაწილეობა ამ ჰუმანიტარული ტრაგედიის თავიდან აცილებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ქაბულიდან ადამიანების ევაკუაციაში. თბილისში ქაბულიდან განხორციელდა 50-ზე მეტი რეისი, რომლითაც მარტო საქართველოს გავლით გამოყვანილი იქნა 2 500-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც შემდეგ თავიანთ ქვეყნებში წავიდნენ. მათ პირველადი სამედიცინო დახმარებაც კი გაეწიათ თბილისის აეროპორტში, თუ ამის საჭიროება არსებობდა.

გარდა იმისა, რომ საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ზოგადად ავღანეთის მისიაში და თითქმის 20 წლის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები იქ იცავდნენ მშვიდობას და სტაბილურობას, საქართველომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევაკუაციის დროსაც და ამას, რა თქმა უნდა, აღნიშნავენ ჩვენი პარტნიორები.

სწორედ ეს არის ის ფაქტი და დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის დასავლეთისთვის ზოგადად, ამ შემთხვევაში როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე უფრო მყარი და სანდო პარტნიორი ამ რეგიონში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა