გიორგი გახარია "ქართული ოცნების" წევრებზე - ეს ადამიანები 1 წლის წინ ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნული, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნული - მე ნერვი არ გამიტოკდება

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი დღევანდელი ბოსი რას ლაპარაკობს, იმიტომ, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გახარია მესამე ადგილისთვის და „ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის“.

გახარიას თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, ვინც დღეს ლანძღავენ, ერთი წლის წინ მას „ხოტბას“ ასხამდნენ.

„მათ შეუძლიათ, ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ადამიანები, რომლის სიტყვასაც ფასი აღარ აქვს, აღარც ქვეყნის შიგნით, აღარც ქვეყნის გარეთ იმაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო. ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ. მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნული, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნული. მე ნერვი არ გამიტოკდება. მე პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ამომრჩევლის და ჩემი გუნდის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა