სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.
ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის, შანდორ პეტეფის, ოსიპ მანდელშტამის, იოსებ და ლეონ ორბელების, ძეგლევის, 17 შინდისელი გმირის, ზურაბ ჩაჩუას და ნოე რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისკარიშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე II- ის და კოტე აფხაზის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მე-2 გასასვლელის, სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, კლაპროთის, მეფე მირიანის, ასმათის, ავთანდილის, ტარიელის, დავარის, რამაზის, რაინეგსის, ნიკო ბურის, სტრაბონის, ხატაეთის, ჰუბერტის, ზუტნერის, ლამბერტის, ბარონ დე ბაის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსანის, უსენის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.