კელი დეგნანი - მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს

მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს, - ასე შეაფასა 19 აპრილის შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერის გადაწყვეტილება აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ეს ხელმოწერა არის ნიშანი იმის, რომ რეფორმები, რომელიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება.

„ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული მხარე ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ხელმოწერა არის ნიშანი იმის, რომ რეფორმები, რომელიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს. ეს რეფორმები მთლიანად დადებითად აისახება და დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას და ეხება მთლიანად საქართელოს მოსახლეობას. როგორც მოგახსენეთ, ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმების, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, ქართველი ლიდერების საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამ რეფორმების განხორციელება არის მნიშვნელოვანი და ეს ხელმოწერა არის სერიოზული გზავნილი, რომელიც გარკვეული მესიჯივით უნდა იყოს და შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელება დადებითად უნდა აისახოს მოსახლეობაზე“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა